გიორგი ხელაშვილს, რომელმაც სუს-ის მიერ "დაკაჩავებული" ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალება ნაცმოძრაობას დააბრალა, კლასობრივი სიძულვილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რადგან 2003 წელს, მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის სიაში იოყო და იქედან ამოაგდეს, - ეს ინფორმაცია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეცეთერში გაახმიანა.
გიორგი ხელაშვილის ამორალურობის საილუსტრაციოდ ნიკა გვარამიამ "მთავარი აქცენტების" სპეცეთერში ორი ვიდეო წარმაოდგინა - თავად ხელაშვილის ბრიფინგიდან და 2012 წელს, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების შემდეგ მანანა ბერიკაშვილის მიმართვიდან, სადაც ის 3 წლის ბარბარეს გარდაცვალებაში ნაცმოძრაობას ადანაშაულებდა და ადგილობროივი მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის დაკავებისკენ მოუწოდებდა.
რა განსხვავებაა ამ ორ ვიდეოს შორის? არის თუ არა გიორგი ხელაშვილი თანამედროვე მანანა ბერიკაშვილი? სრული ტოლობაა. გიორგი-მანანა, გიორგი-მანანა ხელაშვილი. ეს კაცი ლექციებზე შევა და იქ სტუდენტები დახვდებიან. პირდაპირ ვამბობ, სირცხვილი იმ სტუდენტებს, რომლებიც ამას არ გააპროტესტებენ და მის ლექციას არ დატოვებენ, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ხელაშვილმა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის გარდაცვალება ენმ-ს დაუკავშირა და თქვა, რომ მას რეპრესიებით ემუქრებოდნენ.
თედო გობეჯიშვილი დილით, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. მას საბოლოო, შემაჯამებელ ოქმზე არ ჰქონდა ხელი მოწერილი.