ოლიგარქია, თანაც რუსული, უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ - შალვა ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე გამოსვლები გრძელდება, ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აქციაზე შეკრებილ ხალხს ამერიკის მაგალითი შეახსენა და რუსული ოლიგარქიის დასრულებისკენ მოუწოდა. 

დიდი ილია ამბობდა, "თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა", დღეს დიდი ილიას დაბადების დღეა და რა დამთხვევაა, რომ თავისუფლებისათვის ქართველი ერი მოედანზეა და ის თავისუფლებას აუცილებლად მოიპოვებს, რადგან იმსახურებს ამას. გუშინ ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის, ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მისაღები გვაქვს ამ დღეებში და ოლიგარქია, თანაც რუსული, უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ", - თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში ოპოზიცია, მოქალაქეებთან ერთად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი