რუსთაველის გამზირზე გამოსვლები გრძელდება, ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, აქციაზე შეკრებილ ხალხს კიდევ ერთხელ მოუწოდა შეინარჩუნონ ერთობა და განაგრძონ ბრძოლა ახალი პარლამენტის დაკომპლექტებისთვის.
"ქვეყანა არის დიდი განსაცდელის წინაშე, "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა გვითხრეს ჩვენს ხელშია ძალა, ჩვენს ხელშია პროკურატურა, ჩვენს ხელშია სასამართლო, ჩვენს ხელშია ცენტრალური საარჩევნო კომისია მაგრამ ჩვენ ამას ვუპასუხეთ იმით, რომ ჩვენ ვართ ერთად და ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე არის ყველაზე დიდი ძალა.. ჩვენ უარი ვთქვით მანდატებზე, იცით რატომ? იმიტომ რომ გაყალბებული არჩევნებზე არჩეული პარლამენტი არის ყალბი პარლამენტი და ყალბი პარლამენტი არ სჭირდება ამ ქვეყანას, ის ხალხს ვერ მოემსახურება. ხალხს სჭირდება ისეთი პარლამენტი, რომელიც მის ნებას ასახავს და ჩვენ ასეთი პარლამენტი უნდა ავირჩიოთ ახალი არჩევნებით", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში ოპოზიცია, მოქალაქეებთან ერთად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. გამოსვლები ამ წუთებში ბათუმშიც დაიწყო.