ჩვენ არ გვინდა ქვეყნის შიგნით მტრობა, ქართველი ქართველს უპირისპირდებოდეს- გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე გამოსვლები უკვე დაიწყო. "სტრატეგია აღმაშნებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე სიტყვით გამოვიდ და პარლამენტთან შკრებილებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა  გაერთიანებისკ, რათა უკეთესობისკენ შეიცვალოს ქვეყანა.

"ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. დიახ, ეს ბევრი ადამიანი მიუთითებს იმას, რომ ჩვენ ვიბრძვის სამართლიანობისთვის, დიახ, ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოში ქართველი ადამიანი არ შეეგუება გაყალბებას, ღირსების აყრას,  და არცერთ შემთხვევაში უკან არ დაიხევს . ბევრი აქვს კითხვას-რატომ ვართ აქ შეკრებილები- მეგობრებო, ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ,  ჩვენ ვითხოვთ ,ჩვენი საარჩევნო ხმის დაცვას, მეტი არაფერი"

მისივე თქმით, აუცილებელია ყველამ სცეს პატივი საზოგადოების არჩევანს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. 

" მე პატივს ვცემ ყველას, ვინც რეალურად მისცა ხმა "ქართულ ოცნებას" , მაგრამ მოვითხოვ რომ პატივი სცენ ჩვენს არჩევანს. ეს არის ერთადერთი, რაც გააერთიანებს ახლა საქართველოს, სხვა გზა  - ეს არის გახლეჩის გზა.. ჩვენ არ გვინდა ქვეყნის შიგნით მტრობა, ქართველი ქართველს უპირისპირდებოდეს " - თქვა, ვაშაძემ 

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში ოპოზიცია, მოქალაქეებთან ერთად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს.  

 

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი