თუ მას ოდნავ გონიერება შერჩენია და ამ პოლიტიკურ სიხარბეს ძლევს, უკან უნდა დაიხიოს - ეკა ბესელია ივანიშვილზე

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე, შეკრებილ ხალხს "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა,  ეკა ბესელიამ სიტყვით მიმართა.  ეკა ბესელია ამბობს, რომ ჯერ არასდროს გაუმარჯვია ხელისუფლებას, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდა და ამას, არც დღეს დაუშვებს ქართველი ხალხი.

"ყველანი ვინც აქ ხართ, დღეს ყველანი ხართ გამარჯვებული. გამარჯვება არ იზომება იმით, რას წერს ხელისუფლება საკუთარი სურვილის მიხედვით,  გამარჯვება იზომება იმით, რამდენად შეგიძლია დაძლიო შენი შიში,  რამდენად შეგიძლია დაძლიო ყველა წინაღობა, რამდენად შეგიძლია წინ აღუდგე უსამართლობას, ამიტომ ხართ თქვენ გამარჯვებულები.  ამ ადგილას, სადაც ჩვენ ბევრი წელი გვიბრძოლია თავისუფლებისთვი და სამართლიანობისთვის,  არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც ხალხის წინააღმდეგ  მდგარ ხელისუფლებას გაუმარჯვია,  ეს არასოდეს არ მომხდარა." - თქვა ეკა ბესელიამ.  

ასევე მან აღნიშნა, რომ ის კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვლს და იცის, რა დაახევინებს ოლიგარქს უკან:

"მე მას კარგად ვიცნობ, ძალიან კარგად ვიცნობ, ერთადერთი რაც მას უკან დაახევინებს, ეს თქვენი ძალაა, თქვენი სიმტკიცეა  და თქვენი გაუტეხლობაა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქცევა უსამართლოდ, თუნდაც ეს იყოს ძვირფასი ადამიანი ჩემთვის, ამიტომაც ჩემთვის არის მიუღებელი, როდესაც ქვეყანას ართმევ თავისუფალ არჩევანს,  ართმევ სასამართლოს  და დღეს რომ სასამართლო არსებობდეს, თქვენ არ მოგიწევდათ ქუჩაში დგომა"-  ეკა ბესელიამ 

ასევე, ბესელიამ ურჩია ბიძინა ივანიშვილს, შეისმინოს ხალხის ხმა: 

"თუ მას ოდნავ გონიერება შერჩენია და ამ პოლიტიკურ სიხარბეს ძლევს, უკან უნდა დაიხიოს, იმიტომ რომ ხალხის წინააღმდეგ წასვლა არასდროს არავის გასვლია"-ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში ოპოზიცია, მოქალაქეებთან ერთად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. გამოსვლები ამ წუთებში ბათუმშიც დაიწყო.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი