აქციაზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა "ენმ"-ს ერთერთმა წევრმა ლევან ხაბეიშვილმა და გაუქმებულ და დაკარგულ ბიულეტენებზე ისაუბრა.
"ცეკსკოს დათვლით აქ ვართ 13-ნი. გჯერათ ამის? 80 000 ბიულეტენი გააუქმა ცენტრალუმა კომისიამ, ანუ ბიძინა ივანიშვილმა და კრიმინალურმა ოცნებამ, 60 000 პროპორციული ბიულეტენი. ეს იმდენივეა, რამდენი ადამიანიც მივიდა ზუგდიდში და ქუთაისში, რომ წარმოიდგინოთ, ფაქტობრივად ზუგდიდში და ქუთაისში არჩევნები არ ჩატარებულა და ასე პირდაპირი მნიშვნელობით დადღაბნა ივანიშვილმა შედეგები" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში ოპოზიცია, მოქალაქეებთან ერთად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. გამოსვლები ამ წუთებში ბათუმშიც მიმდინარეობს.