ეს დარბევა იყო დემონსტრაცია მოსკოვისთვის, რომ ინსტრუქციები სრულდება - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი უკვე არა უზურპატორად, არამედ დიქტატორად ჩამოყალიბდა.  ამის შესახებ მან ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძის სპეცეთერში, სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. 

"უჩა მამაცაშვილი ჩამოვიდა მოსკოვიდან სპეციალური ინსტრუქციებით, და ეს დარბევა, რაც მოხდა, არ იყო შემთხვევითი, ეს იყო დემონსტრაცია მოსკოვისთვის, რომ უჩა მამაცაშვილის ხელით გამოგზავნილი ინსტრუქციები სრულდება.

ივანიშვილი არის ძალიან საშიში ტიპი, რომლის განეიტრალება არის აუცილებელი და მისი განეიტრალება შესაძლებელია მხოლოდ ფართო სახალხო პროტესტით, თუ რამე მესმის, ესენი არიან ძალიან სუსტები, წკიპზე არიან, ამათ ჰგონიათ, რომ რამდენიმე ასეული ჩაფხუტიანი ადამიანი დაგვამარცხებს?" - თქვა მიხეილ სააკაშვილმა 

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა ოპოზიციის ერთობას და ასევე, თბილისისა და ბათუმის აქციის მონაწილეებს, რომლებიც არჩევანის მოპარვას აპროტესტებენ. მიხეილ სააკაშვილმაც მოქალაქეებს ხვალ 6 საათზე რუსთაველზე მისვლისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, ცესკოს შენობასთან პოლიციამ სპეცსასშუალებები, კონკრეტულად, წყლის ჭავლი და, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა. არიან დაშავებულები, მათ შორის, ტვ პირველის ოპერატორი, რომელსაც თვალი დაუზიანდა. ადგილზე არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.  

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი