დღეიდან, 9 ნოემბრიდან, საქართველოს 7 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში - 22:00 საათიდან გადაადგილება იზღუდება როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ასევე, ავტომობილებისთვის.
გადაწყვეტილება 7 ნოემბრის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, გააჟღერა.
გადაადგილების შეზღუდვა დილის 5 საათამდე გაგრძელდება. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.
შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე. მოძრაობა შეეძლებათ მათაც, ვინც გადაადგილდება სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებისკენ - მედია, საავადმყოფოები, მიტანის სერვისები და ა.შ