9 ნოემბერიდან 7 ქალაქში 22:00-დან ქვეითებისა და ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება - ცქიტიშვილი

გამოქვეყნდა:

ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ, გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში გადაადგილება შეიზღუდება. 

"თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება, როგორც ქვეითებისთვის, ასევე, ავტომობილებით მოსიარულეებისთვის. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე. მოძრაობა შეეძლებათ მათაც, ვინც გადაადგილდება სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებისკენ - მედია, საავადმყოფოები, მიტანის სერვისები და ა.შ.", - ამბობს ცქიტიშვილი. 

ამასთან, მაია ცქიტიშვილის თქმით, დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდება. 

ცნობისთვისიმ ქალაქებში, სადაც 9 ნოემბრიდან გადაადგილება შეიზღუდება, მუშაობას ბაღებიც შეაჩერებენ

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითი-დღე იზრდება - ბოლო 24 საათში ვირუსი 2 859 ადამიანს დაუდასტურდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი