სპეცრაზმელმა "სპრეი" შემასხა, მაქვს თვალის ქიმიური დამწვრობა და დავკარგე მხედველობის 70% - აქციისას დაშავებული

გამოქვეყნდა:

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან წუხელ მიმდინარე აქციის დარბევისას სპეცრაზმელმა ერთერთ მოქალაქეს თვალებში ე.წ.სპრეი შეასხა, რის გამოც, მარცხენა თვალში ქიმიური დამწვრობა მიიღო. 

"სპეცრაზმელმა გაურკვეველი სპრეი შემოგვასხა სახეში. დამეწყო საშინელი წვა თვალის, კანის... მაქვს ტრავმული კონიუქტივიტი, ბადურის ქიმიური დამწვრობა, მარცხენა თვალში 70%-ით დავკარგე მხედველობა", - ამბობს "მთავართან" გიორგი ხოჭოლავა.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვამალევე გაუშვეს მხუთავი აირიც.  მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლიდაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.

ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი