ბანკები მომხმარებლებს სესხებს სამი თვით უვადებენ

გამოქვეყნდა:

ბანკები მომხმარებლებს სესხებს სამი თვით უვადებენ. გადაწყვეტილება რამდენიმე კომერციულმა ბანკმა უკვე მიიღო.

როგორც "საქართველოს ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია,  კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით "საქართველოს ბანკის" მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.

ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი“, - აღნიშნულია "საქართველოს ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხმარებლებს სესხს სამი თვის განმავლობაში გადაუვადებს ასევე „თიბისი ბანკი“, სადაც აღნიშნავენ, რომ საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი“, - წერია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი