
ეროვნულმა ბანკმა 10 ნოემბერს გამართულ აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი ამერიკული დოლარი გაიტანა, საიდანაც 37 200 000 გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს და წერს, რომ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3169 შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები არაერთხელ გაყიდა. შეგახსენებთ, რომ წინა კვირის განმავლობაში ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდებოდა.
ბანკმა მილიონობით დოლარი გაყიდა ოქტომბრის თვეშიც.