სებ-მა 37 200 000 $ გაყიდა, ლარი კი მხოლოდ 1.22-ით გამყარდა

გამოქვეყნდა:

ლარი დოლართან მცირედით გამყარდა. სებ-ის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3186 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3308 ლარი იყო.

1 ევრო 3.9143 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.9550 ლარს შეადგენდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის გასაუმჯობესებლად 22 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და მთლიანობაში $747.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი