ხმაური წყალტუბოში - მოქალაქეები საოლქო კომისიის შენობასთან გაყალბებას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

წყალტუბოში საოლქო საარჩევნიო კომისიის შენობა მოქალაქეთა ალყაშია. შენობის მიმდებარე პერიმეტრზე პოლიციაა განთავსებული. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეებთან ერთად მივიდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, აცხადებენ, რომ ხმების მოპარვის შედეგად მიღებული შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების საშუალებას საოლქო კომისიას არ მისცემენ. 

საოლქო კომისიის შენობის გარდა, სამართალდამცველთა მობილიზება შეინიშნება მიმდებარე პერიმეტერზეც. მოქალაქეები, რომლებიც ხმების მოპარვას აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაიმარჯვა. 

წყალტუბოს მსგავსად, ოპოზიცია ამ წუთებში, ქვეყნის მასშტაბით, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან იკრიბება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი