თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დატოვეს

გამოქვეყნდა:

თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც შემაჯემებელი ოქმები მზადდებოდა, ოპოზიციური პარტიების - "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" - წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოქმის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენა "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმაც.

ოქმის მიხედვით, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები დაამტკიცეს.

თავის მხრივ, ოპოზიციონერი წევრების პოზიცია არ გაიზიარა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, ოქმები ყველა წესის დაცვით შედგა და ისინი არ გაყალბებულა.

შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა ოლქში, პროპორციული და მჟორიტარული სისტემით, " ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა. 

ცნობისთვის, მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, გიორგი ბოტკოველი. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი