ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეიმარი, ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენთან" ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს.
როგორც ESPN ავრცელებს ინფორმაციას, საუბარია ახალ 5 წლიან კონტრაქტზე, რომლის თანახმადაც. ბრაზილიელი წელიწადში 32 მილიონ ევროს ითხოვს, რაც მისი მიმდინარე კონტრაქტის ხელფასია პარიზულ გუნდში.
ნეიმარს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი პარიზულ გუნდს 2017 წელს კატალონიის ბარსელონადან შეუერთდა და ამ ხნის გამავლობაში ჩატარებულ 55 მატჩში 49 გოლი გაიტანა. თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მაშინ 28 წლის ბრაზილიელი პარიზში კიდევ 7 წელი დარჩება.