საოლქო საარჩევნო კომისიებში საბოლოო შემაჯამებელი ოქმები პროტესტის ფონზე მიიღეს - აქცია ზუგდიდში

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ ზუგდიდშიც. ოპოზიციის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ თვალი დახუჭა დარღვევებზე, და არ დააკმაყოფილა მათი კანონიერი საჩივრები.

31 ოქტომბერს მოპარული არჩევნების გაფორმების დღეა დღეს. ჩვენ, მოქალაქეები ვაპროტესტებთ ამას და იმის ნაცვლად, რომ ხალხის პროტესტისთვის პასუხი გაეცა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, დაგვახვედრეს აქ პოლიციის კორდონი, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი ბათლომე შელია. 

შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიებში დღეს შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების ბოლო დღე იყო. ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბა, მიოქალაქეები გაყალბებულ ოქმებს აპროტესტებდნენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ. საოლქო კომისიის სხდომები პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი