23 წლის ლეონ-ჰილმარ იაკობსენი ფარერის კუნძულის ნაკრების ხელბურთელი იყო და ადგილობრივ გუნდში თამაშობდა, მაგრამ როდესაც ფარერების ხელბურთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა, მან დროის უქმად დაკარგვას სპორტის სახეობის შეცვლა და ფეხბურთელობა ამჯობინა.
იაკობსენი საფეხბურთო კლუბ „ტორშჰავნში“ ჩაირიცხა, საიდანაც წელსვე მიიღო მოწვევა ეროვნული ნაკრებიდან.
მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 11 ნოემბერს ლიეტუვის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წარმატებული გამოდგა.
მიუხედავად მარცხისა (1-2) იაკობსენმა სადებიუტო შეხვედრაში საგოლე გადაცემაც გააკეთა.