დინამო არენასთან ისევ დაცხება - გულშემატკივარი "ცეცხლოვანი დერეფნის" მზადებაშია

გამოქვეყნდა:

ისტორიული მატჩი, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, წლებია ელოდებოდა, დინამო არენაზე რამდენიმე საათში დაიწყება.

დინამო-არენასთან ისევ დაცხება, რადგან საქართველოს ნაკრებს, წინა საპასუხისმგებლო მატჩის მსგავსად, სავარაუდოდ, „ცეცხლოვან დერეფანში“ მოუწევს გავლა. 

ქართველი გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს და ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის უფლებას მიიღებს. 

კორონავირუსის გამო თამაში მაყურებლების გარეშე ჩაივლის, ამავე დროს, ასევე კოვიდპანედემიაა მიზეზი, რომ საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მატჩში წამყვანი ფეხბურთელები გამოაკლდება. ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ ქიტეიშვილი და ლევან შენგელია გამოაკლდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ კარგ სიტუაციაში არც ჩვენი მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიაა. მაკედონიელებს გუნდის წამყვანი მოთამაშეები ენის ბარდი და არიან ადემი გამოაკლდათ იგივე მიზეზით, რაც ჩვენთან გახდა დანაკლისის მიზეზი.

შეგახსენებთ, ერთა ლიგაზე საქართველოც და მაკედონიამაც ჯგუფური ეტაპების მოგების შემდეგ ნახევარფინალურ შეხვედრებში შინ გაიმარჯვეს:

საქართველოს ნაკრებმა ბელორუსი 1-0, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელებმა კოსოვო 2-1 დაამარცხეს.

ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები, ბოლო ორი თვის განმავლობაში, შინ და გარეთ სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი