"დილიდან სახლში ვერ ვჩერდებოდით" - ქომაგები ისტორიული მატჩის დაწყებას ელიან

გამოქვეყნდა:

საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის შეხვედრის დაწყებამდე ორ საათზე ნაკლები რჩება. შეგახსენებთ, მატჩი ორივე ნაკრებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს. 

ქომაგები, რომლებიც დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მთელ სანაპიროზე არიან შეკრებილი, ისტორიული მატჩის დაწყებას ელიან. დაწესებული შეზღუდვების გამო მათ მოუწევთ სადმე ერთ, კონკრეტულ ადგილას შეიკრიბონ, მანამდე კი საქართველოს ნაკრების მოსვლისას "ცეცხლოვაბნ დეფერანს" მოაწყობენ. 

ჩვენმა ნაკრებმა უნდა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან.  დილიდან უკვე სახლებში ვერ ვჩერდებოდით, გარეთ გამოვედით, ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ გვეძლევა საშუალება, აქედან, ქუჩიდან მაინც ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს, მაგრამ ცეცხლოვანი დერეფანი გვექნება კიდევ უფრო მაგარი, ვიდრე ბელორუსთან შეხვედრისას გვქონდა, - ამბობენ ქომაგები. 

გამვლელები მსუბუქი მანქანების სიგნალებით ესალმებიან შეკრებილებს და საქართველოს ნაკრებს წარმატებას უსურვებენ. 

ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, "გირჩის" წარმომადგენლები მაინც აპირებენ მივიდნენ სტადიონის მიმდებარედ, სადაც მათი ინიციატივით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ეს მისი მხრიდან არ იქნება არანაირი პოლიტიკური ჟესტი, რადგან ბავშვობიდან იყო იქ, სადაც ფეხბურთი და მოედანი იყო. 

დღევანდელი შეხვედრა, კოვიდპანდემიის კონტექსტში, მაყურებლების გარეშე ჩაივლის, ამავე დროს, ასევე კოვიდპანედემიაა მიზეზი, რომ საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მატჩში წამყვანი ფეხბურთელები გამოაკლდება. ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ ქიტეიშვილი და ლევან შენგელია გამოაკლდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ კარგ სიტუაციაში არც ჩვენი მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიაა. მაკედონიელებს გუნდის წამყვანი მოთამაშეები ენის ბარდი და არიან ადემი გამოაკლდათ იგივე მიზეზით, რაც ჩვენთან გახდა დანაკლისის მიზეზი.

შეგახსენებთ, ერთა ლიგაზე საქართველოც და მაკედონიამაც ჯგუფური ეტაპების მოგების შემდეგ ნახევარფინალურ შეხვედრებში შინ გაიმარჯვეს:

საქართველოს ნაკრებმა ბელორუსი 1-0, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელებმა კოსოვო 2-1 დაამარცხეს.

ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები, ბოლო ორი თვის განმავლობაში, შინ და გარეთ სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. 

აქვე გეტყვით, რომ გურამ კაშიას ყოფილი გუნდი "ვიტესი" საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი