საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქომაგებმა სტადიონამდე გრანდიოზული სანახაობით მიაცილეს.
ისტორიულ მატჩამდე საათზე ნაკლები რჩება. 21 საათზე დინამო არენაზე საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდების შეხვედრა დაიწყება. მოგების შემთხვევაში საქართველო ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გადის.