ოპოზიციამ აშშ–ს ელჩს, დღეს ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები მიუტანა.
ოპოზიციის თქმით, მათ საკმაოდ დიდი მასალები ჰქონდათ, რომელიც ადასტურებს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია აშშ–ს ელჩთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის. აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული 4 საათიანი მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა ამის მოლოდინი მხარეებს არც ჰქონიათ. როგრც შეხვედრის შემდგ ოპოზიციის ლიდერებმა თქვეს, მათი მთავარი მოთხოვნა - ახალი არჩევნები - ძალაში რჩება. ძალაში რჩება ასევე ბოიკოტისა და საპროტესტო აქციების რეჟიმი.
ცნობისთვის, მმართველი გუნდიდად შეხვედრას არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა. შეხვედრაზე იყო ირმა ინაშვილიც.