ქართველი ფეხბურთელების მარცხი და იმედგაცრუებული გულშემატკივარი. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა. ეროვნული გუდნი ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდთან 1:0 დამარცხდა. ისტორიულ მატჩზე წაგების პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა, პოსტი დატოვა და ბოდიშს უხდის გულშემატკივრებს.
"შეგიძლიათ დაელოდოთ ახალ მთავარ მწვრთნელს, რომელიც მოიტანს ახალ იმედს და სულისკვეთებას," - ამბობს ვაისი
რაც შეეხცება გულშემატკივარის ქართველი ქომაგები, რომლებიც დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მთელ სანაპიროზე იყვნენ შეკრებილნი, დაწესებული შეზღუდვების გამო, ისინი სტადიონზე არ შეუშვეს. მანამდე კი, საქართველოს ნაკრების მოსვლისას "ცეცხლოვანი დეფერანსს" შეხვდნენ.
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა ამბობს, რომ 15 ან 20 ათასი ქომაგი მაინც უნდა დაეშვათ და "მეომრები" მარტო არ უდნა დაეტოვებინათ.
"მე ვფიქრობ, მნინიმუნ 15-20 ათასი მიანც უდნა დაეშვათ თამაშზე და ფედერაციას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ გულშემატკივარი გუშინ ყოფილიყო ამ თამაშზე. არ ვიცი რას ემსახურებოდა გუშინდელი ეს გადაწყვეტილება, რომ გულშემატკივერების გარეშე დაეტოვებინათ.
მთავარი და ყველაზე მართალი ის არის, რომ ჩვენ ჩვენს მეომრებთან ერთად უნდა ვყოფილიყავით გუშინ, ყველანი" - ამბობს ზვიად სიჭინავა.
ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი ამბობს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდთან დამარცხება ყველა ჩვენგანის დამარცხებაა. ფეხბურთელი ამბობს იმასაც, რომ ვაისი შეცვლებს ხშირად აგვიანებდა, რაც არაერთ თამაშზე შეიმჩენოდა.
"თვითონ მწვრთელს აქვს თავისი შეხედულება და მეც პირადად ძალინ ხშირად ავღნიშნავდი ხოლმე, რომ ყოველთვის აგვიანებდა შეცვლებს და ეს თამაშზეც აისახებოდა ხოლმე და ბევრ თამაშზეც ასახულა - ერთერთი წამყვანი ფეხბურთელი ვიყავი ერთალიგაზე - ეს იყო თითოეული ჩვენთაგანის წაგება" - თქვა გიორგი მერებაშვილიმა
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს.