საქართველოში საგარეო ვაჭრობა შემცირდა 15%–ით, ექსპორტი 11%–ით, იმპორტი 16%–ით – საქსტატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს საქონლით საგარეო ვაჭრობა იანვრიდან ოქტომბრამდე, წინა წელთან შედარებით, 15%–ით შემცირდა. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვარ - ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 1.4 - ჯერ შემცირდა და 9.159.5 მილიონი აშშ დოლარი გახდა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა საქართველოდან საექსპორტოდ სხვა ქვეყნებში გატანილი და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი - იმპორტირებული საქონლის ჯამური ღირებულებაა.

საქსტატის თანახად, 2020 წლის იანვარ - ოქტომბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით ერთ ნახევარჯერ - 11.1%-ით შემცირდა. საქართველოში საქონლის იმპორტიც, შარშანდელთან შედარებით 16,6%-ით,შემცირდა და ეს ბოლო ხუთ წელში ყველაზე დაბალი მონაცემია. 

ასევე, საქსტატის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 3728.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ეს ყველაზე მაღალი მონაცემია, ბოლო 5 წელში.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობით მიიღება და ნიშნავს, რომ საქართველოში უფრო მეტი იმპორტირებული ნაწარმი შემოდის, ვიდრე ქვეყნიდან ქართული ნაწარმი საექსპორტოდ  გადის, ანუ საქართველო მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანაა, ეს კი ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებსა და ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რომელი საქონლის კლებამ განაპირობა იმპორტექსპორტის კლება, საქსტატი 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი