არ ვტოვებ სხდომას, მიდი, თამარ, გამაძევე! - ხათუნა გოგორიშვილი თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებას არ ემორჩილება

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე უპასუხოდ დატოვა "ევროპული საქართველოს" წევრის, ხათუნა გოგორიშვილის შეკითხვა, რის მიხედვით აჯამებდა ცესკო პროპორციული არჩევნების შედეგებს, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ  კენჭისყრაზე გაიტანა ხათუნა გოგორიშვილის სხდომიდან გაძევების საკითხი, რასაც ცესკოს სხდომის მონაწილეთა უმრავლესობა დაეთანხმა. 

ახლა მაინტერესებს, ეს პრაქტიკაში როგორ განხორციელდება, არ ვტოვებ სხდომას, ერთადერთ კითხვას უნდა უპასუხოთ, რის მიხედვით აჯამებთ დღეს პროპოპრციული არჩევნების შედეგებს, საუბნო კომისიების ოქმების მიხედვით თუ საოლქო კომისიების ოქმების მიხედვით?" - კითხულობს ხათუნა გოგორიშვილი, რომელიც სხდომის დატოვებაზე უარს აცხადებს. 

მას შემდეგ, რაც ხათუნა გოგორიშვილმა უარი თქვა სხდომის დატოვებაზე, ოთახში დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ და ტრიბუნასთან მივიდნენ, მაგრამ ხათუნა გოგორიშვილი ამ დრომდე სხდომას ესწრება. 

შეგახსენებთ, ცესკო დღეს პროპორციული არჩევნების შედეგებს აქვეყნებს, რაც პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ხმაურია ცესკოს შენობასთან გარეთაც, სადაც შეკრებილმა აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და სადემონსტრაციო ბანერი მიიტანეს. ისინი ხმების გაყალბებას აპროტესტებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი