სფფ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ-"ცხოველების ფერმამ" კობიაშვილის თანამშრომლები გააღიზიანა

გამოქვეყნდა:

გულშემატკივარმა წაგებული მატჩი ჩაფუშული ბურთით, სტადიონზე შერჩევითი შეშვება კი ჯორჯ ორუელის წიგნის, "ცხოველების ფერმის" მიტანით გააპროტესტა.

საბოლოოდ ფედერაციის მიმდებარე ტერიტორია ხელჩართული ბრძოლის ადგილად იქცა. ორი აქტივისტი დაშავდა, პოლიციამ საქმის მოკვლევა დაიწყო.

ახალგაზრდებს ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები გოჩა ჯამარაული, ლაშა სალუქვაძე და ლევან ცქიტიშვილი დაუპირისპირდნენ.

მინი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ გულშემატკივრებმა ცემა დაიმსახურეს. 

ვეტერანი ფეხბურთელებიდან ერთადერთი, ვინც ახალგაზრდა გულშემატკივრების დაშოშმინება სცადა და აუხსნა, რომ წაგება უგულშემატკივროდ მატჩის ჩატარება მისთვისაც ტრაგედია იყო, გიორგი ნემსაძე აღმოჩნდა. თუმცა სტადიონზე მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფნა, არც ნემსაძეს გაკვირვებია. 

ახალგაზრდებსაც და საზოგადოებასაც პასუხი კახი კალაძის მეგობარმა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გასცა. დავით მუჯირმა განმარტების ნაცვლად ნაწყენი გულშემატკივრები პოლიტიკურ მიკრძოებულობაში დაადანაშაულა.

დაგვიანებული შეცვლები, ფეხბურთელების უგულვებელყოფა და ქართული ფეხბურთის უმთავრესი შანსის ხელიდან გაშვება გახდა გულშემატკივრის გაბრაზებისა და იმედგაცრუების მთავარი მიზეზი. თუმცა ის რომ მხოლოდ ვლადიმირ ვაისი არაა წარუმატებლობის მთავარი მიზეზი, იციან ქართველმა ჟურნალისტებმა. 

თამაში, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მთავრობამ ჯეროვნად ვერ შეაფასა და ე.წ. მეთორმეტე მოთამაშის უპირატესობაც წაართვა.

ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ფედერაციას ყველა ღონე უნდა ეხმარა რათა მატჩს მაყურებელიც დასწრებოდა. იგივე აზრზეა თემურ ქეცბაია და შოთა არველაძე

ჩრდილო მაკედონიასთან დამარცხებით საქართველომ არა მხოლოდ საფეხბურთო ცნობადობა, დიდი ფინანსური სარგებელიც დაკარგა. ფედერაცია უეფასგან მოგების შემთხვევაში 9 მილიონ ევროს მიიღებდა, ახლა ეს თანხა ჩრდილოეთ მაკედონიაში გადაირიცხება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი