პოეტი კოტე ყუბანეიშვილი რუსთაველზე შეკრებილ მოსახლეობას 30 წლის წინანდელ საქართველოს ახსენებს, ამბობს, რომ მთელი ამ პერიოდის განამვლობაში მიტინგი მისი "სამსახურია" და რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
"30 წელია, სანამ მაცვია და მახურია, მიტინგი ჩემი სამსახურია. დროზე მოვეგოთ გონს, ხალხო. გამოდით და დავიცვათ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი შვილები. გადავარჩნოთ ისინი უბედურებას. არ გვინდა ოლიგარქები, ისინი ჩვენზე არ ზრუნავენ", - ამბობს ყუბანეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების გასაპროტესტებლად მომდევნო აქცია 21 ნოემბერსაა დაგეგმილი.