გეგმა უცვლელია - არავინ ვიღებთ მანდატებს და ვიბრძვით ბოლომდე - ბათუმში აქციისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

ბათუმში ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები 5 საათზე აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს.

"მეორე ტურის დანიშვნა პირდაპირი მნიშვნელობით ხალხის დაცინვაა. დღეს აქ ბევრი ადამიანი გააპროტესტებს გაყალბებას. ჩვენი გეგმა ერთია - არავინ ვიღებთ მანდატებს და ვიბრძვით ბოლომდე, ანუ ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ანთაძე. 

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცლელია - ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ცენტრალური კომისიის დაკომპლექტება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. 

"ხმა უნდა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილს, ბრძოლა და 24-საათიანი პროტესტი არ შეწყდება", - თქვა "ენმ-ძალა ერთობაშია"-ს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა. 

ცნობისთვის, უკვე 1 კვირაა აჭარის სახლის წინ ყოველდღიურად იმართება საპროტესტი აქციები.

ავტორი: თეა ვაშალომიძე
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი