"ქართული ოცნების" აქტივისტები ოპოზიციონერებზე შურისძიებას ისევ განაგრძობენ.
გვიან ღამით, მაშინ როცა გადაადგილების შეზღუდვაა დაწესებული, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატ ხატია დეკანოიძის სარეკლამო ავტობუსი დააზიანეს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ავტობუსს ქვები კახი კახიშვილის აქტივისტებმა დაუშინეს, რადგან მათ აქვთ გადაადგილების საშვებიც. "რად უღირს კახიშვილს" - ამბობს ადვოკატი გიორგი ონიანი.
ცნობისთვის, ინციდენტი ვაზისუბნის დასახლებაში, ავტობუსის მძღოლის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ასევე სარეკლამო ავტობუსი დაუზიანეს კახა ოქრიაშვილსაც, რომელსაც წინასაარცევნო კამპანიის დროს, როგორც მის საარცევნო ოფისს, ასევე მისი შტაბის წევრებს არაერთხელ დაესხნენ თავს.
უშუალოდ საარჩევნო დღეს კი, ჯერ გლდანში იყო სროლა, შემდეგ კი მარნეულის საოლქო კომისიასთან შეიარაღებული ხალხი გამოჩნდა.