საქართველოს ნაკრებმა სომხეთთანაც წააგო

გამოქვეყნდა:

ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან 1:2 წააგო. ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან 64-ე წუთზე, ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, შედეგად ვერც ევროპის პირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ თამაშში, დინამო არენაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდთან 12 ნოემბერს 0:1 წააგო

C დივიზიონში დასარჩენად საქართველოს ნაკრებს წინ კიდევ ერთი თამაში ელის - ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებთან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი