ბათუმში ნავთობტერმინალთან ხანძარი, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთერთი ვაგონი სრულად დატვირთეს დიზელით.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური.
მომხდარზე ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც გაავრცელა. მათი თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია. "ოპერატიული მუშაობის შედეგად, რამდენიმე წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა" - წერია Facebook-პოსტში.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური