შიდა პროცესებში პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა - ზალკალიანი პომპეოს მიერ არჩევნები 2020-ის შეფასებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად იმასთან დაკავშირებით, როგორი იყო მაიკ პომპეოს შეფასება 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე, აღნიშნა, რომ აშშ-ის სახ.მდივნის მხრიდან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ღია ჩარევა არ ყოფილა.

არ ყოფილა ასეთი, პირდაპირი ჩარევა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია, აშშ კი არის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მოუწოდებს ყველა აქტორს, დარჩეს პოლიტიკურ ჭრილში, რომ პროცესები წარიმართოს სამართლებრივ ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, აშშ საქართველოს შინაურ საქმეებში ვერ ჩაერევა და არც არის ეს მათი სურვილი, მათი სურვილია, ჩვენს ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, რადგან მხოლოდ სტაბილურობას შეუძლია ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა, - თქვა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმყოფებოდა. მან ქვეყანა უკვე დატოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი