"ოცნების" სპექტაკლი, სახელად "მეორე ტური", არ გაშუქდება" - "მთავარი არხი" პროტესტს უერთდება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" უერთდება ქართველი ხალხისა და ოპოზიციის პროტესტს, ამიტომ 21 ნოემბერს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ სპექტაკლს, სახელად "მეორე ტური", საინფორმაციო სამსახური არ გააშუქებს  - "მთავარი არხის" სარედაქციო გადაწყვეტილება "მთავარი 9"-ის დასასრულს გახდა ცნობილი. 

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას სახალხო პროტესტი მოჰყვა, თუმცა, ამის მიუხედავად, ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა და 17 ოლქში მეორე ტური 21 ნოემბერს დანიშნა.

ოპოზიციის არცერთი კანდიდატი მეორე ტურში არ მონაწილეობს და მოსახლეობას მოუწოდებს, "ქართული ოცნება" მარტო დატოვოს, ანუ არ მივიდეს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი