შოთა არველაძემ შეგირდებს უზბეკეთის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოაგებინა

გამოქვეყნდა:

ცნობილი ქართველი ფეხბურთელის შოთა არველაძის შეგირდები, ტაშკენტის "ფახთაქორის" ფეხბურთელები უზბეკეთის 2020 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. კლუბმა ჩემპიონის ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა.

მათი ერთადერთი კონკურენტი „ნასაფ ქარში“, რომელსაც ტაშკენტელების დაწევის თეორიული შანსი ჰქონდა, 1:3 დამარცხდა, რის შემდეგაც "ფახთაქორი" მისთვის მიუწვდომელი გახდა იმის მიუხედევად, რა შედეგით დაასრულებენ თავად ტაშკენტელები ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ შეხვედრებს. 

აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძე "ფახთაქორს" 2017 წლიდან წვრთნის და ზედიზედ მეორედ გახადა შეგირდები ჩემპიონები. შარშანდელ სეზონში შოთა არველაძის წვრთნით "ფახთაქორმა" ქვეყნის თასი და ლიგის თასიც მოიგო. არველაძის კონტრაქტის ვადა კლუბთან დეკემბერში იწურება, თუმცა, სავარაუდოდ, მას კონტრაქტის გაგრძელებას სთხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი