7 დიდ ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში) დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00-მდე გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს, დღეიდან ისევ ამოქმედდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა გამონაკლისის სახით გასული 2 დღის განმავლობაში - არჩევნებთან დაკავშირებით - გაუქმებული იყო.
ცნობისთვის, ჩამოთვლილ 7 ქალაქში ავტომობილებისა და ქვეითებისთვის გადაადგილება დროის მოცემულ პერიოდში (22:00-05:00) 9 ნოემბრიდან აიკრძალა - მიზეზი გართულებული ეპიდვითარებაა.