ოჯახისთვის უცნობია, რა მიზეზით გაიტაცეს ოკუპანტებმა მირიან თაზიაშვილი სოფელ ზარდიაანთკარიდან

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარიდან მირიან თაზიაშვილის გატაცებაზე, როგორც "სუს"-ში ამბობენ, უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - უწყებაში სხვა უფრო კონკრეტული ინფორმაცია ან დეტალი მოქალაქის უკანონოდ გატაცებაზე ჯერ არ აქვთ. 

მირიან თაზიაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ 60 წელს გადაცილებული კაცი საოკუპაციო ძალებმა 20 ნოემბერს გაიტაცეს. ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს. თავის მხრივ, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ზარდიაანთკარის მოსახლოება დაუცველია და ისინი ოკუპანტების ტყვეობაში მოქცევის მუდმივი საფრთხის წინაშე ცხოვრობენ. 

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მართული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, გენადი ბესტაევი, რომელიც 2019 წლის 21 ნოემბერს სოფელ ზარდიაანთკარიდან, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს. მას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსჯა ბრალდებით, თითქოს, სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით მარიხუანა უპოვეს.

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი