ლარი რეკორდულად გაუფასურდა

გამოქვეყნდა:

ლარი რეკორდულად გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ახალი კურის დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 1 დოლარი ოფიციალურად 3.0118 ლარი გახდა.

კურსი კი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9942 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0176 შეადგინა.

კომერციულ ბანკებში კი ერთ დოლარის შესაძენად 3 ლარი და 9 თეთრია საჭირო. ლარის  25 წლიანი ისტორიის მანძილზე ასეთი გაუფასურება ჯერ არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3684 ლარია. ევროს დღეს მოქმედი კურსი 3.3421 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0263 ლარი შეადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი