რატომ უარესდება ცხოვრება თვიდან თვემდე - ჩიხური ეკონომიკა

გამოქვეყნდა:

რატომ ხდება ცხოვრება უარესი თვიდან თვემდე? - იმიტომ რომ ფასები იზრდება მუდმივად და ჩვენი შემოსავალი იგივე რჩება. ფასების ზრდა ეროვნული ბანკის „დამსახურებაა“. 

ინვესტიციებს მოყვება ცოდნა და სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ ნადირობენ უცხოურ კაპიტალზე ჩვენზე გაცილებით წინ წასული ქვეყნებიც. 

21-ე  საუკუნე სერვისების, ეკონომიკის, ინტელექტუალური ბიზნესის დროა, თუ ამაზე არ გადავეწყობით, ყოველთვის შეგვიძლია ვუსმინოთ თავის მართლებას გარე შოკებით და ტრაბახს კორონავირუსის - ციფრებით პანდემიის პირველ ეტაპზე და ვიბუზღუნოთ მეორე ეტაპზე, როცა ტურისტულ სეზონზე მწვანე ქვეყანა ვიყავით და არავინ შემოვუშვით და ხელი ჩავიქნიოთ, როცა საზღვრებს გახსნიან, მაგრამ უკვე აღარავის ვენდომებით წითელი ქვეყანა. 

ღარიბი ადამიანები, რომლებსაც თვიდან თვემდე თავი როგორღაც გააქვთ, არ ელევათ უკეთესი დღის იმედი, მაგრამ შავი დღისთვის ფული დიდი ხანია აღარ გადაუდიათ. 

ჩვენ მრავალი წელია ვართ ტურბულენტურ ზონაში, სადაც რყევებისგან თავს ვერც თვითონ ვიზღვევთ და არც ხელისუფლება გვიცავს. არადა თავს ხან კოვიდპანდემია გვატყდება და ხან არანაკლები სტიქია - არჩევნები. დასახარჯი დაიხარჯა. წინ გრძელი ზამთარი გველის.

ეკონომიკის ანალიტიკოსები ზამთრის პროგნოზში ბოლომდე ვერ თანხმდებიან. ზოგი ფიქრობს, რომ ასე კიდევ კარგა ხანი შეიძლება გაგრძელდეს და ქვეყნის 60%-იანი საგარეო ვალს, ამდენი რომ ისტორიაში პირველად გვაქვს და ჩვენმა შვილიშვილებმა უნდა იხადონ, თავისუფლად შეიძლება დაუმატონ ახალი ვალი, -  ბეგარა ჩვენი შვილთაშვილებისთვის. 

ეკონომიკის რამდენიმე გაკვეთილმა დამწყებთათავის გვასწავლა, რომ ფასები ეროვნული ბანკების გამო იზრდება, ხელფასები კი არასაკმარისი განათლების გამო არ იზრდება. ფული იმიტომ არ გვაქვს, რომ არ გვაქვს დემოკრატია და არ გვექნება იქამდე, სანამ ქვეყანას არ ექნება სწორი ეკონომიკური ხედვა და სანამ არათუ სწორი, არამედ რამენაირი ეკონომიკური პოლიტიკა არ გვაქვს, ჩვენი ხელფასი ყოველთვიურად სულ უფრო ნაკლებზე გვეყოფა. ზამთარი უარესი იქნება, მაგრამ  გავუძლბთ, რამდენადაც ვუძლებთ და ვიტანთ ამაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მომავალ წელს კიდევ უფრო უპასუხისმგებლოები იქნებიან და ჩვენი ცხოვრება მომავალ წელსაც ისეთივე დაცლილი იქნება სიხარულისგან, როგორც ანაბრები, როგორც ჯიბეები, როგორც აფიშები თეატრების რამპებზე - ცარიელი უვადოდ

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი