პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ - ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

​სახალხო დამცველი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ პროტესტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი წერს რომ სახელმწიფომ და მშენებელმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო მოსახლეობის ინფორმირება.

სახალხო დამცველის აპარატი წერს, რომ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება, ასევე გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებებია და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს:

  • გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა დასაბუთებული პასუხი გაეცეს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და დაინტერესებული საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის მოსალოდნელ ზეგავლენასთან დაკავშირებით და არ დაუშვან პროექტის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ყველა ასპექტის კვალიფიციური და სრულყოფილი შესწავლის გარეშე
  • მიაწოდონ ფართო საზოგადოებას დეტალური და დასაბუთებული ინფორმაცია ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტების ენერგეტიკულ-ეკონომიკური სარგებლიანობასთან დაკავშირებით
  • დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, პროფესიული კვლევების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების, საჯარო განხილვების, დარგის სპეციალისტებისა და პროფესიული ჯგუფების ფართო ჩართულობით პოლიტიკის დოკუმენტების შესაქმნელად.

შეგახსენებთ, რომ ჰესის მშენებლობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობა უკვე  30 დღეა აპროტესტებს. 14 ნოემბერს, პროტესტის 21-ე დღეს, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია.

მთავარი შაბათს
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი