"წიხლებით შედგა მოსახლეობას პოლიცია.." - ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი სადღეღამისო რეჟიმში გრძელდება

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს რაიონში, ნამოხვანთან, ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ცოცხალი ჯაჭვით გადაებნენ და ტერიტორიიდან მშენებლების გასვლას ითხოვდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამართალდამცველები მათ განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ.

დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, აქციის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება ასეულობით ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც. 

"ქალები იყვნენ ჩადგმული ამ ჯაჭვში, ბავშვები გვედგნენ წინ და წიხლებით შედგა მოსახლეობას პოლიცია", - ყვებიან ადგილობრივები.

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში "ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა ქუთაისი-ცაგერის დამაკავშირებელი გზაც გადაკეტეს.

ადგილობრივების თქმით, ჰესის აშენების შემთხვევაში, 500 ჰექტარი მიწა წყლით დაიფარება, მათ შორის, ტყის მასივი, სახნავ-სათესი მიწები, რამდენიმე სოფელი, ათეულობით ოჯახი. მთლიანად შეიცვლება კლიმატი იმ ტერიტორიაზეც, რომელიც წყლით არ დაიფარება, რაც მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებას აიძულებს.

შეგახსენებთ, რომ ნამოხვანის ჰესის აშენებას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 21 დღეა, აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები იმერეთის გუბერნატორსაც ადანაშაულებენ. მათი თქმით, გუბერნატორი აქციაზე ერთადერთი მიზეზით არ მიდის - იგი საკითხის მიმართ არაკომპეტენტურია და ამის დემონსტრირება არ სურს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი