ლარი გაუფასურებას განაგრძობს. სებ-ის ახალი მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3073 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს -1 ევრო ეროვნული ბანკის ახალი კურსით 3.9447 ლარი ეღირება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9215 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.