ლარის გაუფასურებამ საწვავი გააძვირა, ელოდებიან პურზე ფასის ზრდასაც

გამოქვეყნდა:

ლარი ისევ გაუფასურდა, პარალელურად კი საწვავი 5-8 თეთრით გაძვირდა. ელოდებიან ასევე, პურის გაძვირებასაც, ამასთან, შესაძლოა გაძვირდეს ასევე პირველი მოხმარების სხვა პროდუქტებიც. ექსპერტები ამის მიზეზად ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ. მათ შორისაა გადაწყვეტილება დედოლარიზაციის შესახებაც.

პურზე ფასის გაზრდის შესახებ ვარაუდები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ისმოდა, თუმცა, მაშინ ეს არ მოხდა. ექსპერტები ახლა ვარაუდობენ, რომ ლარის გაუფასურების ტალღა დეკემბერში კიდევ უფრო დააზარალებს მოსახლეობას.

ლარი 3,40-იან ნიშნულს ვერ გადალახავს, დეკემბერში კი ეროვნული ვალუტის გაუფასურების ახალ ტალღას ველოდებით, ამბობს ნიკა შენგელია, ექსპერტი, რომელიც ასევე ამბობს, რომ საწვავზე ფასების კლების პროგნოზირება, ამ ეტაპზე, არ შეუძლია.

რაც ქვეყანაში ხდება, ის ხდება ლართან მიმართებაშიც და ზოგადადაც, ტენდენციები მსგავსია, ეკონომიკა მცირდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა მოვიჭიროთ ქამრები. მოსახლეობისთვის რომ ს შედარებით მსუბუქი იყოს, ის გრანტები, რასაც ხელისუფლება იღებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, იმ ადამიანებზე, სწორად უნდა გადანაწილდეს, რომელთაც ნამდვილად სჭირდება დახმარება, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია.

ექსპერტები საუბრობენ, რომ ქვეყანაში შემცირებულია უცხოური ინვესტიციები და საქართველო აღარაა საინტერესო ქვეყანა უცხოელი ბიზნესმენებისთვის. ამ დროს კი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას უნდა ველოდოთ, რადგან კოვიდპანდემიის გამო ხელისუფლება სრულ ლოქდაუნზე ფიქრობს. 

ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ, ქამრები კიდევ უფრო მეტად შემოიჭირონ და გაღარიბებულ მოსახლეობასა და ქვეყანას დაეხმარონ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი