
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 427,12 მლნ ლარით, ანუ 0,79%-ით შემცირდა და 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 53,92 მლრდ ლარი შეადგინა.
გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი აქტივები ოქტომბერში 0.61%-ით გაიზარდა.
"საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.63 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.44 პროცენტია", - წერია განცხადებაში.
2020 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.