$46 550 00-ის გაყიდვის შემდეგ, $1-ის ღირებულება 3.3138 ლარია - კურსი ხვალიდან ამოქმედდება

გამოქვეყნდა:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა  აუქციონზე გასაყიდად  50 მილიონი დოლარი გაიტანა, საიდანაც 46 550 000 გაიყიდა.

სებ-ის განცხადებით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3, 3132 შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3193 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0055 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9424 ლარია - ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი