თბილისში პური გაძვირდა - მოსალოდნელია ფასების მატება სხვა პროდუქტზეც

გამოქვეყნდა:

თბილისში პირი გაძვირდა. ბოლო სამ თვეში, ფასმა მინიმუმ 10 თეთრით მოიმატა. იქ, სადაც პურის ფასი არ გაზრდილა, წონა შეამცირეს.

პურზე ფასის ზრდა ხორბლის და ფქვილის გაძვირებას მოჰყვა. როგორც კერძო მეწარმეები ამბობენ, ყველა პროდუქტის ფასი, რომელიც ფქვილეულთან კავშირშია, განსაკუთრებით გაზრდილია - ზეთის ღირებულებაც. 

ფქვილსა და პურ-პროდუქტებზე ფასის მატებას ამ ბიზნესში დასაქმებულები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვარაუდობდნენ. მდგომარეობა გამოუვალია, ამიტომ, სპეციალისტების ფიქრობენ, რომ ფასის დარეგულირების მიზნით, ხელისუფლებამ გამოსავალი სუბსიდირების ან საგადასახადო შეღავათებით გზით უნდა სცადოს.

ფასების რეკორდული მატება რომ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ამაზე საუბრობენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ ვერ უზრუნველყო პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასის კონტროლი.

თუ ხელისუფლება ფასის დარეგულირებას ვერ შეძლებს - არ დაასუბსიდირებს ხორბლის ან პურის ფასს, ექსპერტები აანონსებენ, რომ პური იანვრიდან კიდევ უფრო გაძვირდება.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი