ბოლო რამდენიმე კვირაა ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება, რაც პირდაპირ აისახება საერთაშორისო ბაზარზე ისედაც გაძვირებული საწვავის ღირებულებაზე.
მარტის თვიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა $823 მილიონზე მეტი გაყიდა რეზერვებიდან, მათ შორის, დღეს 46 550 000, თუმცა ეს ლარის გამყარებას არ შველის. შედეგად, ფასები ყველაფერზე გაიზარდა; მხოლოდ საწვავი ბოლო რამდენიმე კვირაში 5-10 თეთრით გაძვირდა.
"საჭმელი, სასმელი - ყველაფერს ფასი მოემატა. გასულ მთავრობას ემდურებოდნენ, სააკაშვილს მიაქვს ლარიო და ახლა ვის მიაქვს ლარები?!", - ამბობს ერთერთი მოქალაქე.
საწვავის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზეც გაზრდილია, თუმცა სპეციალისტები საქართველოში გაძვირების ერთერთ ფაქტორად სწორედ დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურებას ასახელებენ. ისინი ბენზინზე მაღალი ფასის შენარჩუნებას უფრო ვარაუდობენ ვიდრე გაიაფებას. ფასის მატება არაბრენდირებულ საწვავზე ჯერ არ ასახულა და უახლოეს დღეებში იქაც გაძვირდება.
"კრიზისის ერთრთი ფაქტორი წინასაარჩევნოდ დახარჯული დიდი ფულია. ლარის გაუფასურება ჩვენთვის პრობლემურია, რადგან დამოკიდებული ვართ იმპორტზე, რაც კიდევ უფრო გვიძვირდება", - ამბობს ეკონომისტი, სოსო ბერიკაშვილი.
სპეციალისტების პროგნოზი არც თუ დამაიმედებელია. მათ არ აქვთ მოლოდნი, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება. ისინი არც საწვავის ფასის კლებას ვარაუდობენ. მომავალი წლიდან კი მათი გათვლებით ლარის კურსი ევროსათან მიმათები 4-იან ნიშნულსაც გადაცდეს, დოლართან კი 3 და 40-ს.