როგორ გადაანიწლა დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ, თბილისელების ფული და ვის მოარგო 840 მილიონი - ხალს თუ ჩინოვნიკებს - პასუხები 2021 წლის ბიუჯეტის პროექტშია.
ბიუჯეტის ფული 262 მილიონი ლარით შემცირდა, თუმცა კალაძემ თავის თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა. გლდანის გამგეობაში დასაქმებულებს შრომის ანაზღაურება 98 ათასი ლარით ეზრდებათ, დიდუბის გამგეობაში - 109 ათასი ლარით, ჩუღურეთში - 77 ათასი ლარით და ვაკის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ მოხელეებს - 137 ათასი ლარით. კალაძე ციფრებს უარყოფს და ოპოზიციას ისევ პროვოკაციაში ადანაშაულებს.
"ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს დავიღუპეთ. ეს პირველადი ბიუჯეტია. ჩვენ ყოველ წელს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გვაქვს თანადგომა, მხოლოდ მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვერ გავწვდებით მნიშვნელოვან პროექტებს", - ამბობს კალაძე.
თავის მხრივ, გარდა გამგეობებში დასაქმებული მოხელეების ხელფასების ზრდისა, შემოსავალი ეზრდებათ ადმინისტრაციაში დასაქმებული მოხელეებსაც, მათ შორის, შესყიდვებისა და საფინანსო სამსახურში.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის მსყიდველუნარიანობით 2-ჯერ ნაკლებია 2013 წლის ბიუჯეტზე და დაუშვებელია ამ კრიზისულ ვითარებაში ეკონომია სოციალურ პროეტებზე კეთდებოდეს - ეკონომია, რომელიც ხალხს უფრო გააღარიბებს.
"ეს არ არის იმ ქვეყნის დედაქალაქის ბიჯეტი, რომელიც უნდა იყოს კრიზისულ ეკონომიკურ პერიოდზე მორგებული", - ამბობს რამაზ გერლიანი
დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულო სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს, მაგრამ მის დამტკიცებასა და ფორმირებაში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.