"მოვა დღე, ზეცაში ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს" - პელე მარადონას ემშვიდობება

გამოქვეყნდა:

"მოვა დღე, ზეცაში ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს" - ასე ეხმიანება ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე, არგენტინელი დიეგო მარადონას გარდაცვალებას. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ლეგენდად წოდებული მარადონა დღეს, 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა

ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა.

მარადონამ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი