
თელავში პური გაძვირდა, საცხობებში ფასმა ზოგან 10 თეთრით მოიმატა, ზოგან 30 თეთრით. ამ ობიექტებზე დასაქმებული პირები ამბობენ, რომ ფასის ზრდა მომწოდებლები კომპანიების მიერ პურის ფქვილის ღირებულების მატებამ განაპირობა.
იმ ობიექტების ხელმძღვანელები, რომლებიც თელავს ფქვილით ამარაგებენ ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 1 ტომარა ფქვილის ფასმა 59 ლარიდან 65 ლარამდე აიწია.
"ფქვილი გაძვირდა, პურიც შესაბამისად, თუ არ გავაძვირეთ დავკეტავთ, ვერ ვიმუშავებთ. წონა მოვუმატეთ, რომ ხალხიც კმაყოფილი იყოს", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭერე.
თელავში მოსახლეობა ამბობს, რომ იმ ფონზე როცა ბაზარზე სხვა პროდუქტების ფასმა ისედაც აიწია, გაძვირებული პურის შეძენა შესაძლოა ვერ შეძლონ. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებამ ისინი შიმშილისთვის გაიმეტა.
"რა გვეშველება, ელემენტარული პურის ფული ხომ მაინც უნდა გქონდეს, რომ სხვა თუ არაფერი, პური იყიდო", - ამბობს ადგილობრივი.
ჯერ უცნობია, როგორ შეძლებს მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებას იმ ფონზე, როცა ფასების ზრდა ელექტრო ენერგიასა და გაზზეც ანონსდება.
ავტორი: ია გულიაშვილი.