მაქსიმუმ 1000 ლარიანი ხელფასი ხელისუფლებას, მათ მოადგილეებს და პიარებს - ნინო ჯანგირაშვილის ინიციატივა

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი, ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი დაწესებულ შეზღუდვებთა დაკავშირებით, ამბობს რომ საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო 6 თვე 1000 ლარამდე უნდა შემცირდეს:

გამოვდივარ მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და ჩვენი გადახდილი გადასახადები დაიზოგოს? თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები.

P.S. არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ჩვენმა ღლიცინმა მიგვიყვანა აქამდე" წერს ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დღეს  შეზღუდვები გაახმოვანა, რომელიც პრაქტიკულად "ლოქდაუნია" მაგრამ ასე არ დაერქვა.  ქვეყანა 28 ნოემბრიდან  2 თვის განმავლობაში, თითქმის სრულად იხურება.

სანაცვლოდ კი "ოცნების" მთავრობა თვითდასაქებულებს მინიმალურ დახმარებას სთავაზობს.

როგორ დაეხმარება შეზღუდვების პარალელურად მთავრობა მოსახლეობას და ბიზნესს - სრული გეგმა
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი